2020 წლის 1-ელ 8 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან კივის ექსპორტი 37-ჯერ გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სულ ქვეყნიდან 255 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების 337 ტონა კივი გავიდა, მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 9 ტონას შეადგენდა.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც 2020 წელს კივის ექსპორტი განხორციელდა, ჩამონათვალში ლიდერობს სომხეთი, მას მოსდევს რუსეთი და იაპონია. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოდან კივის ექსპორტი მხოლოდ სომხეთში განხორციელდა და 22 ათას 200 დოლარი შეადგინა.