2019 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ხილისა და თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 61 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. რაც 6,92%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, გასული წლის იანვარ-სექტებერში ხილისა და კაკლის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 66 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბოსტნეულს, 2019 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, პროდუქტის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა - 8 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2,35%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვებელზე. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, ბოსტნეულის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 8 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა.