სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ხილისა და თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 16 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა. ამასთან, ქვეყნიდან საექსპორტო პროდუქციის მთლიან მოცულობაში, ხილისა და თხილის წილი 2% -ს შეადგენდა.
ხილის კატეგორიაში წამყვან პოზიციებზე იყო: თხილი - 8 მილიონი დოლარით, ვაშლი - 2 მილიონ 400 ათასი დოლარით, მანდარინი - მილიონ 900 ათასი დოლარით, ბანანი - მილიონ 300 ათასი დოლარით, ფისტა - მილიონ 200 ათასი დოლარით, ბერძნული თხილი - 500 ათასი დოლარით.
East Fruit ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებლები ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხილის ექსპორტი 22%-ით შემცირდა.