EastFruit-ის ანალიტიკოსებმა საქართველოდან კარტოფილის მაღალი ექსპორტი, ივლისი-აგვისტოს შემდეგ, სექტემბერშიც დააფიქსირეს. მიზეზი ის არის, რომ მეზობელი ქვეყნები კარტოფილის მარაგში დეფიციტის შევსებას ისევ ცდილობენ.
ასე იყო ივლისი-აგვისტოშიც, როცა ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო ბაზარზე, ანუ რუსეთში იმპორტიორებმა იმდენად დიდი რაოდენობით ქართული კარტოფილი შეიძინეს, რომ ადგილობრივი მარაგი მეტად შემცირდა, რის შესავსებადაც საქართველოში კარტოფილის იმპორტის გაზრდა გახდა საჭირო, ივლისი-აგვისტოს იმპორტში კი 97%-იანი წილით კვლავ თურქეთი ლიდერობდა.
სექტემბერში საქართველოდან სულ 6 ათას 200 ტონა კარტოფილი გავიდა, რომლის 83% რუსეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით იქნა ექსპორტირებული, დარჩენილი 17%-ის ექსპორტი კი უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და სლოვენიაში განხორციელდა. ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთის წილი 45% იყო.