2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროკავშირის და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 11 თვეში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 752 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.2 პროცენტით მეტია.
სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 მილიარდ 839 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით ჩამორჩება.
2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში მილიარდ 794 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარის საქონელია ექსპორტირებული, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 21 პროცენტით აღემატება.
სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 მილიარდ 968 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია.