გასულ წელს საქართველოდან ემიგრანტების რიცხოვნობა შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 85 ათას 451 კაცი შეადგინა. მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი - 98 288 კაცი იყო. საქართველოში ასევე შემცირებულია იმიგრანტების რაოდენობაც. კერძოდ, მათი რაოდენობა 2017 წელს 83 ათას 239 კაცი; 2016 წელს კი - 90 ათას 228 კაცი იყო.