საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ესკოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოდან დაახლცოებით 350 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 155 მილიონი კილოვატ საათით მეტია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში საქართველოდან დაახლოებით 195 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს. ესკოც ინფორმაციითვე ექსპორტი ძირითადად თურქეთსა და სომხეთში მოხდა, კერძოდ, თურქეთში დაახლოებით 295, ხოლო სომხეთში 55 მილიონი კილოვატ საათი.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე ჯამში დაახლოებით 612 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგიაა გასული, შარშან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 340 მლნ კილოვატ საათს შეადგენდა.