საქართველოდან ექსპორტის სახით, 2015-2020 წლებში, 920კგ ადამიანის სისხლის ექსპორტი განხორციელდა - Palitra News

საქართველოდან ექსპორტის სახით, 2015-2020 წლებში, 920კგ ადამიანის სისხლის ექსპორტი განხორციელდა

2021-05-17 10:58:53+04:00

საქართველოდან ექსპორტის სახით, ბოლო ექვს წელიწადში, 36 789,701 აშშ დოლარის ღირებულების ადამიანის სისხლის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისი ინფორმაცია "პალიტრანიუსმა" სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა.

ადამიანის სისხლის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია: გაერთიანებული სამეფო, გერმანია, შვეიცარია, აზერბაიჯანი, ბელგია და უკრაინა.

ამასთან, 2015-2020 წლებში 920,01 კგ ადამიანის სისხლი გავიდა ექსპორტზე, რომელთა ღირებულება ასეთია: 2018 წელს - 5 904,528 აშშ დოლარი; 2019 წელს - 2 420,423 აშშ დოლარი; 2020 წელს - 19,581 აშშ დოლარი.