2019 წლის 5 თვეში საქართველოდან ჯამში 86 მილიონ 859 ათასი ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 44,9% რუსეთზე მოდის. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში რუსეთში 38 მილიონ 977 ათასი ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, რაც 21,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, ზოგადად, გაზრდილია უცხოეთში გატანილი პროდუქციის მოცულობაც. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის 5 თვეში საქართველოდან უცხოეთში 19,3%-ით მეტი მტკნარი და მინერალური წყლები გავიდა, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. რაც შეეხება 2018 წლის მთლიან მაჩვენებლებს, საქართველოდან უცხოეთში ჯამში 172 მილიონ 6 ათასი ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა, საიდანაც 42,8% რუსეთზე მოდიოდა. კერძოდ, გასულ წელს, რუსეთში - 73 მილიონ 643 ათასი ლიტრი პროდუქცია გავიდა.