ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზრდილია. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის სექტემბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: ფეროშენადნობის, სპილენძის მადნების, სამკურნალო საშუალებების, ყურძნის ნატურალური ღვინოების, სპირტიანი სასმელებისა და მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.
საგარეო დადებითი ტენდენცია აისახა სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. კერძოდ, 2017 წლის 9 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 19.3%-ით გაიზარდა. ხოლო 8 თვის მონაცემებით 19.1%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც.