2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 მილიარდ 504 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 11.7 პროცენტით გაიზარდა და 3 მილიარდ 381 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა; ხოლო იმპორტი 8 მილიარდ 122 მილიონ 600 ათასი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიარდ 112 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა.