14:51
15 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოდან ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.9%-ით შემცირდა
19-07-2019

2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 968 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აქედან ექსპორტი მილიარდ 775 მილიონ 400 ათას დოლარს, ხოლო იმპორტი 4 მილიარდ 192 მილიონ 900 ათას დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.9%-ით შემცირდა.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ივნისში, 2 მილიარდ 417 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა და მილიარდ 123 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1-ელ 6 თვეში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 426 მილიონ 900 ათასი დოლარის ექსპორტი. იმპორტის მოცულობამ კი მილიარდ  84 მილიონ 900 ათას დოლარს მიაღწია. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან მილიარდ 511 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით ჩამორჩება.

რაც შეეხება დსთ-ის (დესეთე) ქვეყნებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-ივნისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 916 მილიონ 200 ათასი დოლარის საქონელი. იმპორტის მოცულობა კი მილიარდ 116 მილიონ 700 ათას დოლარს გაუტოლდა. ხოლო სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 მილიარდ 32 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები