საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში პროდუქტებიდან მიღებულმა შემოსავალმა 8 მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა. ბოსტეულის ჯგუფში წამყვან პოზიციაზეა: პომიდორი - მილიონ 600 ათასი დოლარით, მას მოსდევს კარტოფილი და სოკო- 800-800 ათასი დოლარით, ჩამონათვალშია ასევე კიტრი 700 ათასი დოლარით.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბოსტნეულის ექსპორტი 2,4 %-ით იყო შემცირებული.
კერძოდ, 2018 წლის იანვარ-ივნისში ბოსტნეულის ექპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 8 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა.