04:40
18 მაისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი - შემცირდა - რას ვყიდით აღნიშნულ ქვეყანაში
13-05-2022

საქართველოდან ამერიკის შეერთებული შტატებში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი - შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველოდან შტატებში 83,347 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც წინა წლის 3 თვის მონაცემებთან შედარებით 52,92 მლნ აშშ დოლარით მეტია.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წელს საქართველომ შტატებში 129,779 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, გასული წლის იანვარ-მარტში კი - 149,579 მლნ აშშ დოლარის.

ტოპ-10 პროდუქტს შორის, რომელიც 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველომ შეერთებულ შტატებში გაიტანა, ლიდერობს ფეროშენადნობები- 74,740 მლნ აშშ დოლარით, მას მოსდევს დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 3,336 მლნ აშშ დოლარის ექსპორტით, მე-3 ადგილზეა - ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1,096 მლნ აშშ დოლარით, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი საფრენი აპარატების ნაწილები  და ხილისა და ბოსტნეულის წვენები იკავებენ, რომელთა ექპორტმაც შესაბამისად, 653,6 ათასი და 604,8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: ნაყოფი და კაკალი შაქრის დამატებით ან მის გარეშე, ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან, მინერალური და მტკნარი წყლები, წყლები შაქრის დანამატების შემცველობით და მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები