2020 წლის 1-ელი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში 10 ათას 848 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 57 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 ათას 993 ტონით ანუ 38%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18 მილიონ 400 ათასი დოლარით ანუ 48%-ით გაიზარდა.
ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 7%-ით გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება.