2020 წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 10 ათას 179 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 53 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 ათას 853 ტონით ანუ 39%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 17 მილიონ 900 ათასი დოლარით ანუ 50%-ით გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, მათ შორის, გერმანიაში, იტალიაში ესპანეთში, საფრანგეთში, ასევე ქართული თხილი გადის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბრაზილია, საუდის არაბეთი, მექსიკა, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და სხვა.