მიმდინარე წლის 3 იანვრის მდგომარეობით, 2018-2019 წლების „ნარინჯისფერი რთველის“ ფარგლებში, მანდარინის ექსპორტმა 26 ათას 775 ტონა შეადგინა, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდში ექსპორტირებული მანდარინის რაოდენობას.
ძირითადი ქვეყნები, სადაც საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი ხორციელდება, რუსეთი, უკრაინა და სომხეთია. ასევე, მანდარინი ექსპორტზე გადის ყირგიზეთში, ყაზახეთში, ბელორუსში, უზბეკეთში, ლატვიასა და აზერბაიჯანში. დღეის მდგომარეობით, მანდარინზე საბითუმო ფასი 40 თეთრიდან 70 თეთრამდე მერყეობს.
რაც შეხება სამრეწველო გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობას, დღეის მდგომარეობით ის 9 ათას 140 ტონას შეადგენს. მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 7 ათას 949 ტონა იყო.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბრიდან მოქმედებს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების 1 კილოგრამ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს.