საქართველოდან ვაშლის ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ქვეყნიდან 4 ათას 709 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 11-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება მილიონ 800 ათასი დოლარით გაიზარდა.
უწყების ინფორმაციით, ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში; ქართული ვაშლი ასევე ექსპორტირებულია ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.