02:36
27 იანვარი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოდან 2.2 მლნ აშშ დოლარის ვაშლია ექსპორტირებული
26-11-2020

2020 წლის 1-ელი აგვისტოდან - 23 ნოემბრამდე პერიოდში 5 ათას 45 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 12-ჯერ აღემატება, ხოლო ექსპორტის ღირებულება მილიონ 900 ათასი დოლარით არის გაზრდილი.

უწყების ცნობითვე, მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 4 ათას 884 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები