2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 83.2 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.9 ათასი ტონით ანუ 28%-ით, ხოლო ღირებულება 8.1 მლნ დოლარით ანუ 11%-ით გაიზარდა.ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში და ა.შ. ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე: სომხეთში, ჩინეთში, რუსეთში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში.