2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 17.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 81.1 მლნ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.8 ათასი ტონით ანუ 28%, ხოლო ღირებულება 7.7 მლნ დოლარით ანუ 10% გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე: სომხეთში, ჩინეთში, რუსეთში, უკრაინაში, კანადაში, არგენტინაში და ა.შ.