საქართველოდან 140 კილოგრამზე ნაკლები ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული. კერძოდ, ცვლილება „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესში შევიდა.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, აკრძალულია ქვეყნიდან არანაკლებ 140 კილოგრამი ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ანუ მოზარდის ექსპორტი. ცნობისთვის, აღნიშნული შეზღუდვა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.