მადრიდში გამართულ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მე-60 საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში, საქართველო ორგანიზაციის პრეზიდენტად ოფიციალურად დასახელდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, საქართველოს სახელით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს ზეთისხილის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი სვანიძე წარადგინა. შეხვედრის დასასრულს, მადრიდში, ორგანიზაციის წინ 17 ქვეყნის დროშის გვერდით საქართველოს დროშა აღიმართა და ეზოში საქართველოდან ჩამოტანილი ზეთისხილის ნერგი დაირგო.