საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ისტორიული განხილვა დასრულებულია. დიდი პალატის 17-მა მოსამართლემ საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რუსეთის კონტრარგუმენტები მოისმინა. სხდომაზე საქართველოს ბრიტანელი ადვოკატი თითქმის 2 საათის განმავლობაში დეტალურად ყვებოდა რუსული აგრესიის და ოკუპაციის შესახებ. ქართულმა მხარემ სასამართლოს 700 მტკიცებულება წარუდგინა.რუსეთისგან პასუხად კი მიღო, რომ დაბომბვაც, აკრძალული იარაღის გამოყენებაც და ადამიანების წამებაც გამოგონილია. ქართული დელეგაცია ამბობს, რომ სახელმწიფო ადვოკატის გამოსვლა ეფექტური იყო და რომ რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა. როდის გასაჯაროვდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, ჯერ უცნობია.