საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს. აღნიშნული საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. როგორც პარლამენტის პრესსამსახურიდან იუწყებიან, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე გაამახვილეს. გარდა ამისა, ისაუბრეს ახალი აბრეშუმის გზის პროექტზეც, რომელიც მათი შეფასებით, პროექტში ჩართული ქვეყნებისთვის სასარგებლო იქნება.