21:27
24 მაისი, 2018, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველო უცხოელებისთვის ცხოვრების/მუშაობის/სასწავლო მიზნით სასურველი ქვეყანა არ არის - IPM
16-05-2018

გამოკითხულთა 21%-ის აზრით, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცხოვრების/მუშაობის/სასწავლო მიზნით  სასურველი ქვეყანა არ არის. ამის შესახებ, "აიფიემის" კვლევაშია აღნიშნული. კვლევის ფარგლებში, ათას 200-მა რესპონდენტმა უპასუხა კითხვას - მათი აზრით, რომელი ეროვნების ადამიანებისთვის იქნებოდა მათი ქვეყანა მიმზიდველი საცხოვრებლად, სამუშაოდ ან სასწავლო მიზნებისთვის.

კვლევის შედეგების თანახმად, ქართველების 26%-ის აზრით, საქართველოში ხანგრძლივი დროით ყოფნა ყველაზე მეტად გერმანელებისთვის არის მიმზიდველი. 22%-ის აზრით,  საქართველო ყველაზე საინტერესოა ამერიკელებისთვის.  გამოკითხულთა 18%-ის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა მუდმივი/დროებითი ცხოვრების, სამუშაო ან სასწავლო მიზნებისთვის ფრანგებისთვის; 17%-ის თქმით -ბრიტანელებისთვის, ხოლო გამოკითხულთა 14%-ის აზრით უკრაინელებისთვის არის მიმზიდველი.

ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
სხვა სიახლეები
col-md-8