თბილისში საქართველო თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმში 22 თურქული და ასამდე ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას. თურქული კომპანიები სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და ტექნოლოგიების სექტორებს წარმოადგენდნენ. მათ ფორუმის ფარგლებში ქართულ კომპანიებნთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.