ცხოვრების სიიაფით საქართველო 117 ქვეყანას შორის, მე-12 ადგილზეა. პორტალ Numbeo-ს (ნუმბეო) ბოლო რეიტინგში საქართველოს 30.14 ქულა აქვს. რეიტინგის მიხედვით, ცხოვრება ყველაზე იაფი პაკისტანში, ყველაზე ძვირი კი შვეიცარიაშია.ცნობისთვის, რეიტინგში მონაცემების დაჯამება რამდენიმე კრიტერიუმით, მათ შორის ბინის ქირის, სურსათისა და რესტორნების ღირებულებით ხდება.