2020/21 წლიურ სეზონზე თხილის გლობალურ წარმოებაში საქართველოს წამყვანი ქვეყნების შვიდეულში 3%-იანი წილით მეექვსე ადგილი უკავია და მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება წინა სამ ქვეყანას - შეერთებულ შტატებს, აზერბაიჯანსა და ჩილეს.
საქართველომ, გასულ სეზონთან შედარებით, თხილის გულის წარმოება 4 300 ტონით გაზარდა და მთლიანობაში 17 ათას 500 ტონა აწარმოა, ხოლო 5-წლიანი წარმოების საშუალო მაჩვენებელმა 13 ათას 848 ტონა შეადგინა. ამის შესახებ International Nut & Dried Fruit Council-ის ყოველწლიურ ანგარიშში წერია.
ანგარიშის მიხედვით, 2020/21 წლიურ სეზონზე გლობალური მოსავლის აღება დასრულდა და მხოლოდ თხილის გულის მოცულობით 512 000 ტონა შეადგინა, რაც ბოლო 10 წელიწადში სიდიდით მეორე მაჩვენებელია. ყველაზე დიდი მოსავალი, 539 925 ტონა თხილის გული 2019/2020 წლიურ სეზონზე დაფიქსირდა.