ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა "მწვანე კვირეული 2019" გაიხსნა. გამოფენის მასშტაბისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მონაწილე მინისტრებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, მისასალმებელი სიტყვით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მიმართა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენაზე ქართული სტენდია წარმოდგენილი. გამოფენაზე წელს პირველადაა წარმოდგენილიქართული თაფლი, რომელიც კონკურენტუნარიანია და ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.