პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულიად დაამარცხებს C ჰეპატიტს. პრემიერმა ამის შესახებ ვირუსულ ჰეპატიტზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკონსულტაციო შეხვედრაზე ისაუბრა. ბახტაძის თქმით, C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი დღეს 98%-ს შეადგენს. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა C ჰეპატიტის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად “ძალისხმევას არც მომავალში დაიშურებენ”.