საქართველო შვედეთში გასამართლებული საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას დათანხმდა, შესაბამისი შეთანხმება უახლოესი ორი თვის განმავლობაში იქნება გაფორმებული. შვედური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შვედეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების, მორგან იუჰანსონისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.