საქართველოში სარეალიზაციო მოცვის პლანტაცია უკვე ათას ჰექტარზეა გაშენებული. როგორც EastFruit–ი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, ფერმერები აქტიურად განაგრძობენ კენკრის მოვლისა და კულტივირების პროცესს, რათა პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაზარდონ.
EastFruit- ის ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ყოველწლიურად მოცვის ფართობები 200-დან 300 ჰექტარამდე იზრდება, რაც ბიზნესის გაფართოების ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ანალიტიკოსების მოსაზრებით, თუ ამინდი შესაბამისი იქნება, 2021 წელისთვის საქართველო მოცვის მოსავლის გაორმაგებას შეძლებს. საუბარია, ათას 300 - ათას 500 ტონამდე მოსავალზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველო შესაძლოა, მსოფლიოში მოცვის ყველაზე დიდ, 25 ექსპორტიორს შორის მოხვდეს.
EastFruit-ის შეფასებით, საქართველოში მოცვის მთლიანი მოსავალი სამ წელიწადში სავარაუდოდ, 4 ათას ტონას აღემატება.