მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის - Numbeo-ს რეიტინგში საქართველო სიიაფით მეცხრე ადგილზეა. კერძოდ, 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, თბილისში ცხოვრების ღირებულების ინდექსი 27,65 ქულით განისაზღვრა და დედაქალაქი 352-ე ადგილზე მოხვდა. მთლიანად ქვეყანა კი 27,78 ქულით 128-ე ადგილზეა.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო რეიტინგში 341-ე, ერევანი კი - 327-ე ადგილს იკავებს.Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქალაქები პაკისტანის რავალპინდი, კარაჩი და ისლამაბადია. საცხოვრებლად ყველაზე ძვირ ქალაქებად კი შვეიცარიის ბაზელი, ციურიხი და ლოზანა განისაზღვრა. თუმცა, თვითონ შვეიცარიამ სიძვირის მიხედვით, ცხოვრების ღირებულების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, პირველი და მეორე ადგილი კი კაიმანისა და ბერმუდის კუნძულებს ერგო.
ცნობისთვის, რეიტინგში მონაცემების დაჯამება რამდენიმე კრიტერიუმით, მათ შორის ბინის ქირის, სურსათისა და რესტორნების ღირებულებით ხდება.