საქართველო სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის რიგით 23-ე საერთაშორისო გამოფენას მასპიძნლობს. Caucasus Build 2018 - ოთხი დღიანი ღონისძიებაა, სადაც წარმოდგენილია 200-ზე მეტი კომპანია, 17-ზე მეტი ქვეყნიდან, სხვადასხვა პროფილებით. კერძოდ: სამშენებლო და სარემონტო მომსახურება, სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები,სამშენებლო მასალები, არქიტექტურა და საინჟინრო მომსახურება, დიზანი და პროექტირება, ფასადი და მოპირკეთება. ასევე გარე სამუშაოები, ლანდშაფტი,მებაღეობა და სხვა სამშენებლო პროდუქტები და მომსახურება. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ღონისძიება ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის რეალიზაციას საქართველოში, ასევე ახალი პარტნიორების მოძიებასა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას.