13:28
29 მარტი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას კარგავს - EuCham რეიტინგში პოზიციები 2 საფეხურით გაუარესდა
13-02-2020

საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას კარგავს. ევროკავშირის პალატის (EuCham) ყოველწლიურ რეიტინგში - საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის, 2020 წელს საქართველოს პოზიცია 2 საფეხურით გაუარესდა და 70 ქულით 18-ე ადგილი დაიკავა. ცნობისთვის, 2019 წლის რეიტინგში საქართველო - 71 ქულით მე-16 ადგილს იკავებდა.

ევროკავშირის პალატა ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. კვლევისას ისინი მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსს იყენებენ. ევროკავშირის პალატამ კვლევა ევროპის 46 ქვეყანაში ჩაატარა და ისინი 0-დან 100 ქულამდე შეაფასა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, მათი შედეგი გაუმჯობესდა. სომხეთმა 39-ე პოზიციიდან 33-ზე, აზერბაიჯანმა კი, 44-დან 41-ზე გადმოინაცვლა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები