კორონავირუსის პანდემიამ სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს ეკონომიკაც მნიშვნელოვნად დააზარალა. ამას მოწმობს მსოფლიო ბანკის პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2020 წელს მკვეთრად შემცირდება ნულოვან პროცენტს მიუახლოვდება.არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რასაკვირველია, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული ფინანსური დახმარებები, რაც ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე ორგანიზაციამ გამოყო შესაბამისი თანხები კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნებისთვის, უფრო კონკრეტულად აზიის განვითარების ბანკმა დაახლოებით 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების პაკეტს გამოყოფს მისი წევრი განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პირველადი საჭიროებებისთვის. ამასთანავე უნდა აღინიშნოს რომ აზიის განვითარების ბანკი მუშაობს საქართველოს დამატებით დახმარების პაკეტზე, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სტაბილურობის დაჩქარებული წესით აღდგენასა და ზრდაში უნდა დაეხმაროს. ამასთანავე მსოფლიო ბანკმა საქართველოს „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაუმტკიცა. როგორც „მსოფლიო ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან სფეროებში და ასევე ქვეყანას covid 19 ის ეკონომიკური გავლენაც შეუმსუბუქოს.ასევე უნდა აღინიშნოს რომ არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს, რაც ამ მდგომარეობაშო დამატებით ხელშეწყობას ხელშეწყობას წარმოადგენს.