საქართველო რუსული ხორბლის ყაზახურით ჩანაცვლებას იწყებს. მთავრობა ხორბლის შემოტანის ალტერნატიულ გზებს ეძებს და ყაზახეთთან მოლაპარაკებებს აქტიურად მართავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ყაზახეთიდან ხორბალი კონკურენტულ ფასად შემოვა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის ზრდა საქართველოს ბაზარზე შესაძლებლობას მოგვცემს რომ გავზარდოთ ხორბლის მარაგები. აღსანიშნავია, რომ წელს, ხორბლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 140-150 ათასი ტონაა.