საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მოქალაქე, რომელიც საქართველოში გადმოდიოდა, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გრძელ რიგში შეუძლოდ გახდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბოლო ორი დღეა, საქართველო რუსეთის საზღვრის ლარისის გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება გართულებულია. პრობლემები გამშვები პუნქტის რუსულ ნაწილში შეიქმნა, რის გამოც კილომეტრიანი რიგები წარმოიქმნა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ყაზბეგის გამშვებ პუნქტთან 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ.