საქართველო როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, რეგიონული კვანძის ადგილს იმკვიდრებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ელჩი გამოეხმაურა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და აღნიშნა, რომ ”მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც მსოფლიო ლიდერების მხრიდან გაეროს წლევანდელ სესიაზე დავინახეთ“.ბაქრაძის შეფასებით, ეს ხელისუფლების სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.