საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ 54 502 ავტომობილი გავიდა, რაც 85,7%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით.ამასთან, შარშან მანქანების რეექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 408, 936 მლნ დოლარი შეადგინა.. სპეციალისტები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში საქართველო რეგიონში ავტომობილების ნომერ პირველ რეექსპორტიორ ქვეყნად ითვლებოდა. ყველა დიდი რაოდენობით ავტომანქანა ყაზახეთში გადიოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ყაზახეთი ერთიანი ევრაზიული კავშირის წევრი გახდა, საქართველოდან ყაზახეთში ავტომანქანების ექსპორტი ფაქტობრივად, შეწყდა. მოგვიანებით კი ქართული ავტოდილერები აზერბაიჯანის მიერ „ევრო-4“-ის სტანდარტზე გადასვლამაც დააზარალა. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის თქმით, რეექსპორტის ზრდა ქართველი ავტოდილერების მიერ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე მორგების შედეგია.