ყაზახური "ევრაზიული ბანკის" სამიზნე ბაზრებს შორის საქართველოც გაჩნდა. ბანკის ახალარჩეული დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პაველ ლოგინოვის თქმით, ბანკი მიზნად ისახავს ტრანზაქციული ჰაბი გახდეს ევრაზიის მთელ ტერიტორიაზე და ყაზახეთისა და რუსეთის გარდა ოპერირება დაიწყოს საქართველოში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანში. "ევრაზიული ბანკი" ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს. მისი აქტივები 1 ტრილიონ 77 მილიონი ტენგეა, საკრედიტო პორტფელი კი 734 მილიარდს აღემატება. ბანკი ეკუთვნის უმსხვილეს კომპანია ეურაზიან რისორსის გრუპს, რომელიც ოპერირებს ბუნებრივი რესურსების მოპოვება-გადამუშავების სექტორში.