საქართველო ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს, შესაბამისად ქართული დელეგაცია სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას თავდაცვის მინისტრი ადასტურებს და მიზეზებს განმარტავს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო ამ სამიტზე მიწვეული არ არის, ვინაიდან ის გამონაკლისის წესით, ამჯერად მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებისთვის ტარდება. მინისტრი ამბობს რომ ეს არაა გაფართოებული სამიტი, რომელსაც ტრადიციისამებრ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან ხოლმე. შესაბამისად მისი ჩატარება თავდაცვის მინისტრის განმარტებით, შეერთებულ შტატებში ახალი პრეზიდენტის არჩევასა და ამერიკის ხელისუფლებაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლას უკავშირდება. ცნობისთვის ნატოს სამიტი ბრიუსელში ორ წელიწადში ერთელ ტარდება.