საქართველო ნატო-სგან კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია მადრიდში მიმდინარე ალიანსის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ჩაიწერა. ოპოზიციონერების ნაწილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა ამბობენ, რომ არსებული შესაძლებლობების გამოყენება "ქართულ ოცნებას" უკეთესად შეეძლო.