საქართველო მზადაა რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში "საერთაშორისო ვარჯიშის" ფარგლებში დაუშვას.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას დღეს დავით ზალკალიანის უწყებაში უპასუხეს და მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებაში ცრუ ბრალდებების გაკეთებაში დაადანაშაულეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ხსენებული დეზინფორმაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ცენტრის საქმიანობა მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ-ქვეყნებთან ერთად. ოფიციალური მოსკოვის მხრიდან, ცალმხრივი ვიზიტის დაშვების შესაძლებლობას ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, რომ "ტასის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება, ვინაიდან, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით.