საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალოდ წარმოებული ხილი, მეზობელი ქვეყნების მიერ წარმოებულზე, რამდენჯერმე ნაკლებია. ინფორმაციას ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია, Fao-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
2019 წლის მონაცემების თანახმად, ხილის 1 ჰექტარზე მოსავლიანობით რეგიონში თურქეთი ლიდერობს, 17 ტონით, შემდეგია აზერბაიჯანი 12 ტონით, სომხეთი 11 ტონით, ხოლო საქართველოში 1 ჰექტარზე, მხოლოდ 4 ტონა ხილის მოსავალი მოდის.
ინფორმაციისთვის, საქართველო სამეზობლოში ასევე ყველაზე ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს. 2019 წლის მონაცემებით, საქართველომ აზერბაიჯანზე 10,6-ჯერ, სომხეთზე კი - 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეული აწარმოა.