საქართველო-ლიტვის საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. ორივე ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სტადიონის ტრიბუნაზე ასევე გამოკრული იყო პლაკატი წარწერით: „გმირები მუდამ ცოცხლობენ – არჩილ ტატუნაშვილი“.საქართველოს ნაკრებმა ლიტვა დიდი ანგარიშით დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეტოქე 4:0 დაამარცხა.