საქართველო ჯანმო-ს კვლევაში ერთვება, რის ფარგლებშიც კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან - Palitra News

საქართველო ჯანმო-ს კვლევაში ერთვება, რის ფარგლებშიც კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან

2020-05-08 10:32:38+04:00

საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) კვლევაში ერთვება, რომელმაც 4 შერჩეული მედიკამენტიდან, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება უნდა გამოავლინოს და შეარჩიოს.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს ჯანმომ 2 კვირის წინ საქართველოს მულტიცენტრულ კვლევაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა და საქართველოც დასთანხმდა. მისივე ცნობით ერთმანეთს უნდა შედარდეს 4 სხვადასხვა მედიკამენტის ეფექტურობა. პაციენტები დაიყოფიან 4 ჯგუფად ერთი ჯგუფის მკურნალობა მოხდება რემდესივირით მეორესი პლაქვენილით მესამესი „ლოპინავირ/რიტონავირით“, მეოთხე ჯგუფი კი „ლოპინავირ/რიტონავირს“ „ბეტა ინტერფერონთან“ ერთად.

თუ როდის დაიწყება კვლევა, ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.