ტურისტულმა ვებგვერდმა იორ ემეიზნგ ფლეისის იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც სტუდენტური ბიუჯეტით მოგზაურობა შესაძლებელია. ჩამონათვალში 7 ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა. საიტის ცნობით, ერთი დღის გატარება სტუდენტს მხოლოდ 45 დოლარი დაუჯდება. სტუდენტური ბიუჯეტით მოგზაურობისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ინდონეზია, კუბა, ტაილანდი, ინდოეთი, შრი-ლანკა და პორტუგალია.