"ბლუმბერგმა" იმ 22 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, რომელთა მონახულებას ურჩევს მოგზაურობის მოყვარულებს 2018 წელს წელს. "ბლუმბერგის" ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა. გამოცემა წერს, რომ ახალი ქალაქების მონახულება ყოველთვის ღირს, თუმცა როცა ასეთი ადგილების ჩამონათვალი ძალიან დიდია, შეიძლება რომელიმე გამოგრჩეთ. "იმის ცოდნა, თუ როგორ მოვხვდეთ სასურველ ადგილას შესაფერის დროს, კარგ შვებულებას დიდებულ შვებულებად აქცევს", - აღნიშნავს გამოცემა.